უცხოეთი
მაჰმუდ აჰმადინეჯადს ახალი სამუშაო ადგილი გამოუნახეს

1-mahmudსაქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. ირანის უმაღლესმა მმართველმა, აითოლა ჰამენეიმ თავისი ბრძანებულებით ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი მიღებული გადწყვეტილებების მიზანშეწონილობის განსაზღვრის საბჭოს შემადგენლობაში ჩართო. ამის შესახებ ირანის სააგენტო FARS იტყობინება.

ჰამენეიმ აღნიშნა, რომ გაითვალისწინა ქვეყნის მართვაში აჰმადინეჯადის დიდი გამოცდილება.

აღნიშნული საბჭო აიათოლა ჰამენეისთან არსებულ სათათბირო ორგანოს წარმოადგენს. მის უფლებამოსილებებში შედის ირანის პარლამენტს - მეჯლისსა და კონსტიტუციის მცველთა საბჭოს შორის წინააღმდეგობების დარეგულირება.

აჰმადინეჯადს პრეზიდენტის უფლებამოსილება შაბათს, 3 აგვისტოს შეუწყდა, როცა პოსტი ირანის ახალმა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა დაიკავა.