უცხოეთი
ზურაბ აბაშიძე: „საქართველო აღიარებს, რომ 2008 წლის აგვისტოში შეცდომები დაუშვა...“

1-Abashidzehსაქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. საქართველო 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაშვებულ შეცდომებს აღიარებს და რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას აგრძელებს, - განაცხადა რფ-სთან ურთიერთობის დარეგულირების საქმეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის პრემიერ დიმიტრი მედვედევის ინტერვიუს შემდეგ.

2008 წელს მედვედევს რუსეთის პრეზიდენტის პოსტი ეკავა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაზე და რუს მშვიდობისმყოფელებზე ქართული ჯარების თავდასხმის შემდეგ ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოს მშვიდობისადმი იძულების ოპერაციის დაწყების შესახებ. ამ მოვლენების წლისთავისადმი მიძღვნილ ინტერვიუში მედვედევმა განაცხადა, რომ ბოლო წუთამდე იმედოვნებდა, რომ საქართველო კონფლიქტის ესკალაციას შეწყვეტდა და გამოთქვა აზრი, რომ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებათა შორის უწინდელი „გულგრილი“ ურთიერთობა აღარ იქნება.

საქართველო გახდა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც იყო დაშვებული ტრაგიკული შეცდომები. თუმცა ახლა მნიშვნელოვანი რუსეთთან დაწყებული დიალოგი, რომელიც რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება. ახლა ორივე ქვეყნისთვის ურთიერთობის ნორმალიზებაა მთავარი, - განაცხადა თავის მხრივ აბაშიძემ, რომლის თქმითაც, კონფლიქტი იმით ამოიწურა, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ახლა კი „ძალიან ძნელია ამ საკითხის დარეგულირება და ამას დიდი ძალისხმევა და დრო დასჭირდება“.

ამასთან, აბაშიძის თქმით, არავინ ელის, რომ რუსეთი პოზიციას შეიცვლის და ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას უკან გაიწვევს.