პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე: „თუ ასეთი პოლიტიკა გაგრძელდება, საქართველო წაგებული დარჩება“

1-baramiZe-giorgiსაქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძის თქმით, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი სამხედრო დაპირისპირების საკითხზე რუსეთის ფედერაციის პრემიერ დიმიტრი მედვედევის შეფასებები და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ადრინდელი განცხადებები ქვეყნის ინტერესების საზიანოა. ამის შესახებ მან "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და იქვე აღნიშნა, რომ მმართველმა ძალამ ქვეყნის ინტერესები შუღლს და პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას არ უნდა გადააყოლოს.

„მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, რომ კარგად გააცნობიერონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ აქვთ, როგორც საქართველოს მთავრობას; გააცნობიერონ, რომ რუსეთ-საქართველოს ამ კონფლიქტში, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის ინიციტიავით და გრძელდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე პროვოკაციები და ოკუპაცია, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის ასეთ უპასუხისმგებლო ქმედებას. ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ გავა წლები და არავის არ გახსენდება, ვინ იყო კონკრეტულად საქართველოს მთავრობაში. თუკი ასეთი პოლიტიკა გაგრძელდება, საქართველო წაგებული დარჩება,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.