საზოგადოება
შალვა ნათელაშვილი: „ქართული ოცნების“ დაშლა გარდუვალია“

1-shalikoსაქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შემდეგ იმავე ბედს იზიარებს ივანიშვილის „ქართული ოცნება“ და ეს ზაფხულის მთავარი მოვლენაა, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ამომრჩევლებს ურჩია, ხმა საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ მას მისცენ.
აღნიშნული კოალიციის დაშლა არის გარდაუვალი, ამას უნდა შევხდეთ მომზადებული და გავემზადოთ იმისათვის, რომ სარეველებისაგან განიწმინდოს ჩვენი ქვეყანა, მე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, გაპრეზიდენტების შემდეგ ამ ვალდებულებას ვიღებ“, – აღნიშნა  ნათელაშვილმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა, ასევე, რფ-ის პრემიერ–მინისტრ დიმიტრი მედვედევის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც.

„მედვედევის გამოსვლა ძირითადად დაეთმო პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქება-დიდებას, რომ თურმე მან ჩაიდინა ვაჟკაცობა, როდესაც აღიარა ცხინვალზე ქართული ჯარის თავდასხმის ფაქტი და მან მოითხოვა უკვე დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის სანაცვლოდ ჩვენგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, აი ეს ყველაფერი კი მოიტანა ივანიშვილის უსუსურმა პოლიტიკამ“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.