ე.წ ტრაქტორების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. საქალაქო სასამართლოში სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით დღეს მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. პროკურატურა საკუთარ შუამდგომლობას იმით ასაბუთებს, რომ საქმეზე გამოძიება დასრულებულია და ბრალდებულთა მხრიდან მოწმეებზე ზეწოლის შესაძლებლობა აღარ არსებობს.
სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსანთა საქმეზე სულ 9 პირია დაკავებული. მათგან შვიდი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ორი კი ჯერ ისევ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. პროცესს ყველა მათგანი ესწრება. საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნებს გამოძიება შპს "მექანიზატორის" თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ადანაშაულებს.