სამართალი
საქართველო კრიმინალურ ქვეყანათა ხუთეულში მესამე ადგილს იკავებს

1-prisonსაქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. საქართველო ევროპის ყველაზე კრიმინალური ქვეყნების სიაში მოხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „თავისუფლება" აქვეყნებს.

რადიოსადგურის ცნობით, კრიმინალის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების რეიტინგი პატიმართა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრა. სტანდარტის თანახმად, 100 000 მოქალაქეზე 70-80 პატიმარი უნდა იყოს.

შედეგები ასეთია: პირველ ადგილს რუსეთი იკავებს, სადაც ყოველ 100 000 მოქალაქეზე 500 მსჯავრდებული მოდის. მას მოსდევს ბელარუსი, საქართველო და აზერბაიჯანი. ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე ნაკლები პატიმარი კი ისლანდიაშია.