პოლიტიკა
საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი რფ-ის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც მან ტელეარხ Russia Today-ს მისცა და განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ყველა აღიარებს, რომ შეცდომები ორივე მხარის მიერ იქნა დაშვებული.
ნორლანდის თქმით, არანაირი გამართლება არა აქვს სუვერენული ტერიტორიის არალეგალურ ოკუპირებას. ელჩის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად არის ჩართული პროცესებში, რათა გონივრულად მოხდეს ამ საკითხის მოგვარება.