აქტუალური
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჯვარცხმაში, საცხოვრებელი სახლის ეზოში დარგული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას შემცველი 17 ძირი კანაფი. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 2 კილოგრამი და 700 გრამი ნედლი მარიხუანა. სამართალდამცველებმა ელგუჯა შ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „გეკოს“ ტიპის მცირეკალიბრიანი შაშხანა და 19 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).