აქტუალური
„სასამართლოს არ აღმოაჩნდა საკმარისი გამბედაობა, საქმეზე გადაწყვეტილება სრულად გამოეცხადებინა, რითაც დაკმაყოფილდებოდა საზოგადოებრივი ინტერესი და დადგინდებოდა, რატომ მიიღო მართლმსაჯულებამ გამამართლებელი გადაწყვეტილება - ბრალდების მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო, არაეფექტური გამოძიების თუ დაცვის მხარის სასამართლო შეჯიბრებითობაში უპირატესობით, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
მისივე თქმით, „სასამართლოს გადაწყვეტილებამ საზოგადოებას დაუტოვა ვარაუდის თავისუფლება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმე სათანადოდ არ იყო გამოძიებული, მეორე მხრივ კი, სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით დამოუკიდებლობის ტესტი ვერ ჩააბარა. საზოგადოების ვარაუდებს პასუხი გაეცემა მას შემდეგ, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლო საქმეზე დასაბუთებულ განაჩენს გამოაქვეყნებს. ბაჩო ახალაიას უდანაშაულობაზე საუბარი ნაადრევია, რადგანაც საბოლოო შეფასებები მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიძლება არსებობდეს.“