აფხაზეთისა და სერბეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების მეგობრული ურთიერთობის პერსპექტივები
საქართველო, 2 აგვისტო,
საქინფორმი. სერბეთის მეწარმეთა მიწვევით აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია, პალატის პრეზიდენტ
გენადი გაგულიას ხელმძღვანელობით, სერბეთის რესპუბლიკას ეწვია. გაიმართა მეწარმეთა შეხვედრები, სადაც ურთიერთობის განვითარების, კონტაქტების დამყარებისა და საერთო ინტერესების გამოძებნის შესაძლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
თავისი ვიზიტი აფხაზურმა დელეგაციამ სერბეთში რფ-ის სავაჭრო წარმომადგენლობაში გააგრძელა, სადაც ორმხრივი მჭიდრო ეკონომიკური კავშირის დამყარებაზე იმსჯელეს.
მომდევნო დღეებში დელეგაციამ ბელგრადის ზოგიერთი საწარმო მოინახულა.