უცხოეთი
საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის ხელისუფლებამ რუსეთის მიერ ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ არ გაახმოვანა საპასუხო ზომები, მხოლოდ იმედგაცრუების გამოხატვითა და მოსკოვში ბარაქ ობამას ვიზიტის მიზანშეწონილობაზე დაფიქრების დაპირებით შემოიფარგლა.
კონგრესის წევრებს კი უფრო მკვეთრი რეაქცია ჰქონდათ. მათ კონკრეტული ნაბიჯების - ნატოსა და მაგნიტსკის სიის გაფართოებისკენ მოუწოდეს, თუმცა ექსპერტებს ორ ქვეყანას შორის მასშტაბური კრიზისის წარმოქმნა ნაკლებ სავარაუდოდ მიაჩნიათ.„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯები გადადგა ჩვენი მხრიდან ძალიან მკაფიო და კანონიერი მოთხოვნის პასუხად, რომ ბატონი სნოუდენი აშშ-ში დაებრუნებინა“, - განაცხადა ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ.
ადმინისტრაციის აზრით, მომხდარი საძირკველს უთხრის ორმხრივ თანაშრომლობას სამართალდაცვის სფეროში, რომელიც ბოსტონის მარათონზე მომხდარი ტერაქტების შემდეგ გამოცოცხლდა.
კარნის თქმით, ამავდროულად, სანკტ-პეტერბურგში დიდი ოცეულის სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით ვაშინგტონს გეგმები ჯერჯერობით არ შეუცვლია.