სამართალი
მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა: „ტრაქტორების საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა გირაოთი შეეცვალოთ“

1-mt-prokuraturaსაქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ.

გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის საქმე - სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს ,,მექანიზატორისრიგი თანამდებობის პირების მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე - 2013 წლის 31 ივლისს განსახილველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდა, აღარ არსებობს ბრალდებულთა მხრიდან მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე, შესაბამისად ამოწურულია ბრალდებულთა პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის, გირაოთი შეცვლის თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.