პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: „საქართველოში მიღწეულია დიდი პროგრესი“

1-richardსაქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი გუშინ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
აშშ-ის საელჩოში 1-საათიან შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები წინასაარჩევნო კამპანია, საარჩევნო კოდექსი და პარტიების დაფინანსება იყო.
ნორლანდის განცხადებით, მას საარჩევნო კოდექსთან, პარტიების დაფინანსებასა და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკური ლიდერების პოზიცია აინტერესებდა.

„პოლიტიკურ სეზონზე, რომელშიც საქართველო შედის, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვნია, გავიგოთ ის მოსაზრებები, რაც პოლიტიკურ მოთამაშეებს აქვთ. მთელი რიგი საკითხები იკვეთება, როგორიცაა საარჩევნო კამპანიის დაფინანსება, საოლქო კომისიების დაკომპლექტების წესი, თუ რამდენად იქნებიან წარმოდგენილი პოლიტიკური სუბიექტები, მედიის პოლარიზება – არის თუ არა იმ დონეზე პოლარიზებული მედია, რომ ხელი შეეშალოს ყველა პოლიტიკური პლატფორმის სამართლიან გაშუქებას. მედიას დიდი როლი აკისრია ამ პროცესში. ამგვარი შეხვედრები კი დაგვეხმარება გავიაზროთ საქართველოს საზოგადოებაში არსებული შეხედულებები და დავხვეწოთ ძალისხმევა, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოში დემოკრატიის შემდგომ განვითარებას. საქართველოში მიღწეულია დიდი პროგრესი, მაგრამ კვლავ რჩება ადგილი პროგრესისთვის", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.