აზერბაიჯანელები ახალ პრეზიდენტად ილჰამ ალიევს მოიაზრებენ
საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. მონიტორინგის აზერბაიჯანულმა ცენტრმა „რიაიმ“ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა პრიორიტეტების გამოსავლენად საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის შედეგებმა უჩვენა, რომ სამი პრეტენდენტიდან, რომლებიც ამჟამად მზად არიან უმაღლესი სახელმწიფო პოსტისთვის იბრძოლონ, რესპონდენტთა 81.2 % ხმას მისცემდა მოქმედ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, 2%-ზე ნაკლები - პარტია „მუსავატის“ ცენტრალური აღმასრულებელი აპარატის თავმჯდომარე ისა გამბარს, ხოლო 1%-მდე - კინოდრამატურგ რუსტამ იბრაგიმბეკოვს.