უცხოეთი
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყაბარდო-ბალყარეთში აფხაზეთის გენერალური საკონსულოს გახსნის თაობაზე წინადადებას ამზადებს

1-MID-abkhaziiსაქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ანქვაბმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს საკითხი, რომელიც აფხაზეთის საგარეო უწყების საგარეო პოლიტიკურ საქმიანობას ეხებოდა.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბმა ვიაჩესლავ ჩირიკბას დაავალა, მოამზადოს წინადადება ჩრდილოთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ნალჩიკში აფხაზეთის გენერალური საკონსულოს გახსნის თაობაზე.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრების პროფესიული მომზადების, სპეციალისტთა გადამზადების, ხელმძღვანელი კადრების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხები.