საზოგადოება
საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. 17 მაისის ინციდენტში ბრალდებული მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატები ბრალის შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებენ.
"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით კი, რომელიც მან ასევე აღნიშნული სხდომის დაწყებამდე გააკეთა, "თუ სასულიერო პირები პასუხისგებაში მიეცემიან, რამდენიმე პოლიტიკოსი აეროპორტამდე ვერ მიასწრებს".
"მაქვს ინფორმაცია, რომ ძიებას აქვს შეკვეთა, როგორმე რამე მაინც მიუსაჯონ უდანაშაულო სასულიერო პირებს, რათა თავი მოიწონონ საზღვარგარეთ. ამავდროულად, აქვთ შიში, რომ თუ ეს მოხდა, ხალხმა არ გამოათრიონ კაბინეტებიდან და არ ჩაქოლონ. ასეც მოხდება, ისეთი იქნება ხალხის რისხვა", - განაცხადა ბაღათურიამ.