მიზანი - ევროპული ღირებულებების ქართულ საზოგადოებაში გავრცელება
საქართველო, 1 აგვისტო,
საქინფორმი. დღეს, 12 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში
(გუდიაშვილის ქ.№7, მე-3 კორპუსი) მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის ინიციატივით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ ეროვნული პლატფორმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა
გია დვალთან თემაზე „დასავლური აკადემიური და მეცნიერული ღირებულებების მნიშვნელობა კვლევის განვითარებისათვის“.
მიზანი - ევროპული ღირებულებების ქართულ საზოგადოებაში გავრცელება. ევროპული სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლებისა და კვლევების მნიშვნელობა საზოგადოებისა და ზოგადად ქვეყნის ინტელექტუალური განვითარებისათვის.