სამართალი
ვლადიმერ ბედუკაძე: „ვულოცავ ბატონ ბაჩოს გამართლებას და ვუსამძიმრებ პროკურატურას!“

1-bedukaZis-magierსაქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. ბაჩო ახალაიას გამართლებას საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება. ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მოქალაქეები უნდა შეეგუონ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, თუმცა სასამართლო განხილვები გრძელდება. მხოლოდ ერთ ეპიზოდში იქნა ცნობილი იგი უდანაშაულოდ, ამიტომ არ უნდა შეიქმნას განწყობა, რომ ბაჩო ახალაია სრულად არის გამართლებული.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პატიმრების წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით კომენტარი ბათუმში გააკეთა. მისი თქმით, შესაძლოა, ახალაია პირადად არ მონაწილეობდა ადამიანების წამებაში, მაგრამ სისტემა მიხეილ სააკაშვილთან და მის დამქაშებთან ერთად მისი შექმნილი იყო.

ყველამ ვიხილეთ, რა ხდებოდა ციხეებში, როგორ ეპყრობოდნენ ადამიანებს და ალბათ, ეს ყველაფერი წარმოუდგენელია გაკეთდეს დაბალ დონეზე, თუ არ მოდის ზემოდან დავალებები. ეს იყო სისტემური ხასიათის დანაშაული“, - აღნიშნა კალაძემ.

„ვულოცავ ბატონ ბაჩოს გამართლებას (იმედია, სხვა დანარჩენ ე.წ. " ბრალდებებშიც " გამართლდება ), ვულოცავ ბატონ კუბლაშვილს მისი სახელობის სასამართლოს "დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის კვლავ დამტკიცებას" და, რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებ პროკურატურას!" - ასე გამოეხმაურა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ე.წ. ციხის კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე ახალაიას უდანაშაულოდ ცნობას.