პოლიტიკა
პრეზიდენტმა სააკაშვილმა გენერალ კალანდაძეს გამამართლებელი განაჩენი მიულოცა

1-saaka-kalandadzeსაქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილ გენშტაბის ყოფილ უფროსს, გენერალ გიგი კალანდაძეს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა და  გამამართლებელი განაჩენი მიულოცა.

„ეჭვი არ მეპარებოდა, რომ უდანაშაულოები იყავით. მე ამაზე 9 თვის წინაც ვისაუბრე, როდესაც აქ იყავი შეხვედრაზე. უბრალოდ სამწუხაროა, რომ 9 თვე ქვეყნის პატრიოტი თავის დროს ხარჯავდა ფუჭად. კარგად მახსოვს თქვენი მოქმედება ამ წლების გამავლობაში. 2008 წლის ომში დაჭრილი რომ უკან შებრუნდით ბრძოლაში. მახსოვს თქვენი გმირობა. თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, რომ დიპლომატიას ქვეყნის გადარჩენისთვის დრო დარჩენოდა. ბრალდება იყო სიყალბეზე და სიცრუეზე დაფუძნებული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის შეფასებით, უმრავლესობას, რომელმაც გამოუშვა პედოფილები, მკვლელები, ჩახალიანი და მარეკ დუდაევი, პრეზიდენტის მიერ გუნავას შეწყალება აშფოთებს.