პოლიტიკა
საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. სააკაშვილის პროგნოზირება შეუძლებელია, მასთან ურთიერთობაში ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ თენგიზ გუნავას შეწყალების საქმეში ძალიან ბევრი ხარვეზია.
„გვყავს პრეზიდენტი, რომელიც მომეტებული საფრთხის წყაროა. მას კონსტიტუცია და კანონები რაღაც უფლებებს აძლევს. ის ვერასდროს ვერ ეტეოდა ამ თავის უფლებებში და ახლაც ამის დემონსტრირებას ახდენს. თენგიზ გუნავას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილებაზე ბევრი ითქვა და იქ ბევრი ხარვეზია. 3 თვე კიდევ უნდა ავიტანოთ, მერე დალაგდება ყვეალაფერი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.