აქტუალური
კახა კუკავა: “ივანიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადებები უნდა შეწყვიტოს!”

1-akt-kukaსაქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. როგორც გუშინ იუწყებოდა საქინფორმი, ბელგიურ გამოცემა euobserver-თან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა მის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის წლის ბოლომდე დატოვების შესახებ.

„პარტია „თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, რომ თავი შეიკავოს აღნიშნული განცხადების გაკეთებისგან, რადგან შესაძლოა, იგი ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის ფაქტორი გახდეს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრემიერს პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება რეალურად მიღებული აქვს, მოვუწოდებთ, რომ პოლიტიკურ ძალებთან დაიწყოს კონსულტაციების გამართვა ვადამდელი არჩევნების შესახებ, რათა ქვეყანაში ხელისუფლების როტაცია მშვიდ ვითარებაში წარიმართოს.

კახა კუკავა - პარტიის თავმჯდომარე“