აქტუალური
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ვიზიტის დროს გამართული მაღალი დონის მოლაპარაკებები ძირითადად შეეხებოდა ზოგიერთი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მიერ პატიმრებთან აშკარად არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა ეფექტიან გამოძიებას, რაც 2012 წლის 18 სექტემბერს გამოქვეყნებული ვიდეო მასალებით გამოვლინდა.
ასევე განიხილებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში გადადგმული და დაგეგმილი როგორც საკანონმდებლო, ასევე ადმინისტრაციული ნაბიჯები. თავის ანგარიშში წამების საწინააღმდეგო კომიტეტი მიესალმება ციხეებში ფართომასშტაბიან ამნისტიას, თუმცა აღნიშნავს, რომ ციხეების გადატვირთულობის და პატიმართა რაოდენობის ზრდის პრობლემები ვერ იქნება სრულფასოვნად გადაჭრილი ასეთი სახის განსაკუთრებული ზომებით; ციხეებში პატიმართა რაოდენობის შემცირების მდგრადი სტრატეგია უნდა შეიცავდეს ნაბიჯებს, რომლებიც უზრუნველყოფს თავისუფლების აღკვეთის, როგორც უკიდურესი ზომის გამოყენებას. კომიტეტმა ასევე წარმოადგინა რეკომენდაციები გლდანისა და ქუთაისის ციხეებზე და სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებზე, განსაკუთრებით, სამედიცინო მომსახურებაზე ციხეებში.