უცხოეთი
აშშ-ში ამერიკელებზე თვალთვალის შესახებ დოკუმენტები განასაიდუმლოეს

1-rassekretiliსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის აპარატმა 31 ივლისს სამი განსაიდუმლოებული დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლებიც მთელ ქვეყანაში ასობით მილიონ სატელეფონო ზარზე მონაცემების შეგროვების სანქცირებას ახდენდა.

საიდუმლო პროგრამის არსებობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ეს საქმიანობა მიმდინარეობდა, ცსს-ს ყოფილმა თანაშრომელმა ედვარდ სნოუდენმა განაცხადა.

უწყებაში კი განმარტეს, რომ დოკუმენტები დაზვერვის სამსახურების საქმიანობის გამჭვირვალეობის ამაღლებისა და საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად გასაჯაროვდა.