უცხოეთი
ირანი კიდევ 5 ათასი ცენტრიფუგის ამოქმედებას აპირებს

1-centrifugaსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ირანი ურანის გასამდიდრებლად კიდევ 5 ათასი ახალი ცენტრიფუგის ამოქმედებისთვის ემზადება. როგორც ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა განაცხადა, ამგვარად, მოქმედი ცენტრიფუგების რიცხვი 17 ათასამდე გაიზრდება. ახალი აღჭურვილობა ქვეყანას საშუალებას მისცემს, 2014 წლისათვის ურანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო რაოდენობით გაამდიდროს.

მოვლენათა ასეთი განვითარების თავიდან ასაცილებლად მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტმა მაგატე-ს ურჩია, ირანის ობიექტების ინსპექტირება გაახშიროს და კვირაში ორჯერ მაინც განახორციელოს.