უცხოეთი
ლუკაშენკომ 57 კგ-იანი ლოქო დაიჭირა

1-lukashenko-ribaსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გომელის ოლქში, მდინარე პრიპიატზე თევზაობისას 3 ლოქო დაიჭირა, რომელთაგან ერთი 57 კგ-ს იწონიდა.

„პირადად დავიჭირე 57 კგ-იანი ლოქო. 57, 24 და 7 კგ-იანი 3 ლოქო დავიჭირე“, - მისი სიტყვების ციტირებას ახდენს  „ინტერფაქსი“.

მთავრობის მეთაურმა მიხაილ რუსიმ კი აღნიშნა, რომ ლუკაშენკოს მიერ დაჭერილი ლოქო მისი სიმაღლის იყო.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტუვაში 21 კგ-იანი ქარიყლაპია დაიჭირა.