სამართალი
"ახალგაზრდა ადვოკატები“: „სენაკში 52 ჯარისკაცი მოიწამლა“

1-jariskacebiსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების"ინფორმაციით, სენაკის შეიარაღებული ძალების ეროვნულ ბრიგადაში 2013 წლის 25 ივლისს 52 ჯარისკაცი საკვებით მოიწამლა, ეს შემთხვევა კი არ გახმაურებულა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ თავდაცვის მინისტრს მიმართავენ, დაინტერესდეს იმით, თუ ვინ უზრუნველყოფს სამხედროების კვებას და მეტი ყურადღება გამოიჩინოს სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უსაფრთხოების სფეროში.

არსებული ინფორმაციით, დღეს კომპანიაქართული კვებაშეიარაღებული ძალების სისტემაში ლიდერი კონტრაქტორია, რომელიც სფეროში ფაქტობრივ მონოპოლიას ფლობს. შესაბამისად, ჯარისკაცების მოწამვლის შემთხვევები აუცილებლობას ბადებს, მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა არსებობდეს კვებით უსაფრთხოების სფეროში, ხოლო სამინისტრომ და მინისტრმა გაცილებით მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინო ამ მიმართულებით", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ჯარისკაცების მოწამვლის შემთხვევები ცოტა ხნის წინ ქუთაისში, გორში, ვაზიანსა და ფოთში დაფიქსირდა.