სამართალი
პატიმარმა სკამზე სასქესო ორგანო მიიჭედა

1-dachedebuliსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. წუხელ რუსთავის №17 დაწესებულებაში, სადაც უკვე ათი დღეა 50-მდე მსჯავრდებული შიმშილობს, პატიმარმა გიორგი ხურციძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და სკამზე სასქესო ორგანო მიიჭედა.

ხურციძე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარებას უწევენ.

მოშიმშილე პატიმრები, რომელთაგან ოთხს პირი ლითონის მავთულით აქვს ამოკერილი, მათი განაჩენების გადახედვას, ზოგიერთი მათგანი კი პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების, ე. წ. უდოს კომისიაზე მათი საკითხის განხილვას მოითხოვს.