სამართალი
საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. სენაკის რაიონში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. გვიან ღამით დაწყებული ევაკუაციის შემდეგ მოსახლეობა სახლებს უბრუნდება. რთული ვითარებაა რაიონის რამდენიმე სოფელში. ძლიერმა წვიმამ ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და სახლები მნიშვნელოვნად დააზიანა. რაიონში ამ დრომდე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ჯგუფები.
ზარალი დაახლოებით 800.000 ლარია. ამის შესახებ გუშინ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
სენაკის გარდა, განმუხური და სოფელი ჭალადიდიც დაიტბორა. განადგურდა საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა სახლები. აღდგენითი სამუშაოები აქ მოკლე ხანში დაიწყება.
![]() |