საზოგადოება
ამავე სტატიაში ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე კომენტარს გიგა ბოკერიაც აკეთებს. უშიშროების საბჭოს მდივანი ფიქრობს, რომ პრემიერის გადადგომის შემდეგ იგი მთავრობას კულისებიდან უხელმძღვანელებს. ბოკერიას თქმით, ივანიშვილს სურს ჰყავდეს მარიონეტული მთავრობა ბევრი სუსტი პოლიტიკური პარტიით, რაც მას დაუმარცხებელს გახდის.
ბიძინა ივანიშვილის პრემიერობიდან წასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა და განაცხადა, რომ „პრემიერი არ მიდის პოლიტიკიდან, ის მიდის თანამდებობიდან“.
"მაინტერესებს, როდის შეეჩვევა ქართული საზოგადოება, რომ პრემიერი მიდის, 725-ედ რომ იტყვის თუ 1035-ედ ბატონი ბიძინა, მივდივარო. ყველაზე წონიანი პოლიტიკოსი არ მიდის პოლიტიკიდან, ის მიდის თანამდებობიდან. მნიშვნელოვანია, ამ დროს რა პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოება", - აღნიშნა მარგველაშვილმა.