საზოგადოება
ბაჩო ახალაიამ საპატრიარქოს 110 ათას ევროდ ღირებული "მერსედეს S500" გადასცა

1-basho-asavaliსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, შსს-მ 2012 წლის ზაფხულში განსაკუთრებული ინტენსიურობით დაიწყო ძვირად ღირებული მანქანების შესყიდვა და სხვადასხვა უწყებისთვის გადაცემა.

აუდიტის სამსახურის მონაცემების თანახმად, შს სამინისტრომ "მერსედეს S500"-ში 110 ათასი ევრო გადაიხადა და საპატრიარქოს გადასცა.

მაშინ შს მინისტრად 5 დღის დანიშნული იყო ბაჩანა ახალაია.

შსს-მ 2012 წლის 9 ივლისს გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, შპს "აკასთან" გამარტივებული შესყიდვის საშუალებით "მერსედეს S500"-ის შეძენაზე ხელშეკრულება გააფორმა. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ავტომანქანის შესყიდვის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა.