უცხოეთი
სამხრეთ ოსეთში რელიგიურ ექსტრემიზმს ძირშივე აღკვეთენ

1-ucxoet-2საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი.სოჭის ოლიმპიური თამაშების დაწყების წინ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესაძლოა სხვადასხვა რელიგიურ-ექსტრემისტული და ტერორისტული დაჯგუფებები გააქტიურდნენ. ამის შესახებ დღეს სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოლიმპიადის სამზადისში მყოფი რუსეთი დიდ ყურადღებას უთმობს უსაფრთხოების საკითხებს.

„სამხრეთ ოსეთში სამშენებლო სამუშაოებზე ბევრი ადამიანი ჩამოდის, განსაკუთრებით შუა აზიიდან. რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა იცოდნენ, რას საქმიანობენ ეს ადამიანები ჩვენს ტერიტორიაზე. მათ შორის შესაძლოა იყვნენ დამნაშავე ელემენტებიც, ამიტომ ძირშივე უნდა აღვკვეთოთ ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედება“, - განაცხადა თიბილოვმა.