უცხოეთი
ვ. ჩირიკბა: სირიელი რეპატრიანტების დასაქმებასთან დაკავშირებით პრობლემები არ უნდა იყოს

1-ucxoet-1საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რეპატრიაციის საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელებმა ქ. გუდაუთაში, პანსიონატ „ჩერნომორეცში“ დროებით განთავსებული, სირიიდან ჩამოსული თანამემამულეები მოინახულეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ აღნიშნა ის კარგი პირობები, რომლითაც სახელმწიფომ და პანსიონატის ხელმძღვანელობამ ერთი თვის წინ სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეები უზრუნველყვეს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ რეპატრიანტთა ადაპტაცია ეფექტიანად განხორციელდება და თითოეული მათგანი აფხაზურ საზოგადოებაში ადგილს დაიმკვიდრებს.

„სადღეისოდ პირველი ამოცანა აფხაზური და რუსული ენის შესწავლაა. ეს არის ადაპტაციის უმოკლესი გზა“, - აღნიშნა მინისტრმა.

რეპატრიანტებისთვის აქტუალურია დასაქმების პრიბლემაც. სირიიდან დაბრუნებულთა შორის არიან პროფესიონალი ექიმი-ოფტალმოლოგები, ინჟინერ-მშენებლები, ავტომექანიკოსი, ფილოლოგი-არაბისტები, მუსიკალური სკოლის მასწავლებელი, ფარმაცევტები, ადვოკატები და სხვ. ჩირიკბამ აღნიშნა, რომ „ყველა ეს პროფესია აფხაზეთში მოთხოვნადია და ამიტომ დასაქმების პრობლემა არ უნდა შეიქმნას“.