პოლიტიკა
დღეიდან ზემო ლარსი იხურება

larsiდღეიდან, 3 ნოემბრიდან, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი მუშაობის ზამთრის რეჟიმზე გადადის, რაც, პრაქტიკულად, მის დახურვას ნიშნავს. ამის შესახებ სომხეთის საერთაშორისო გადაზიდვების ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ჰერბერტ ამბარცუმიანმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გამშვები პუნქტი, რომელიც 2006 წლის ნოემბერში დაიხურა, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან მოქმედებს. ამ პუნქტზე სომხეთიდან რუსეთისკენ ერთადერთი სახმელეთო გზა გადის. საბაჟო სამსახურში ლარსის დახურვის ფაქტს არ ადასტურებენ.