სამართალი
ბედუკაძე სააკაშვილს უჩივის
1-bedukaZe-SaakaSviliსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. ციხის სკანდალური კადრების ავტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 
ბედუკაძე პრეზიდენტისგან მასმედიის საშუალებებით გამოთქმული ბრალდებების უარყოფას მოითხოვს. "მან მრავალგზის მიწოდა სადისტი, მოძალადე და ჯალათი. ვითხოვ, იგივე მასმედიის საშუალებებით უარყოს ჩემ მიმართ გამოთქმული პოზიციები. უარყოფა კი ფაქტობრივად ბოდიშს ნიშნავს", - განაცხადა ვლადიმერ ბედუკაძემ.
მისი ადვოკატის, ელზა ჯმუხაძის განცხადებით, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, რომ ბედუკაძის სარჩელი წარმოებაში არ მიიღოს. 
ამასთან, ადვოკატის განმარტებით, თუ პრეზიდენტი სასამართლოში არ გამოცხადდება და ბრალდების მხარეს არ უპასუხებს, თბილისის საქალაქო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები რეალურია.