სამართალი
საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის განცხადებით, ქალიშვილობის მოწმობის თავად არსებობის ფაქტი ჩამორჩენილობის ნიშანია. ეს კომენტარი მინისტრმა შრომის ახალი კოდექსის პრეზენტაციის შემდეგ, ფემინისტების დღევანდელ აქციასთან დაკავშირებული შეკითხვის პასუხად გააკეთა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში „ქალიშვილობის მოწმობა“ გაიცემა. ბიურო წელიწადში 200-300 ასეთ მოწმობას გასცემს.
"ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი" ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან დღეს საღამოს გამართავს საპროტესტო აქციას სახელწოდებით "ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს".