საზოგადოება
რასმუსენი - სააკაშვილს: „დაუღალავი ძალისხმევის შედეგად თქვენ ქვეყანა ევროატლანტიკური საზოგადოების შუაგულში მიიყვანეთ“

1-letterსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართავს, რომელიც სააკაშვილის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა კიდევ ერთხელ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტისას საქართველოში. ნება მიბოძეთ, მადლობა გადაგიხადოთ იმ მასპინძლობისა და მეგობრობისთვის, რომელიც საბჭოს მიმართ თბილისში გამოიჩინეთ.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ღია და პირდაპირი დისკუსიისთვის, რომელიც ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გვქონდა. ნება მიბოძეთ დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მოკავშირეები კვლავაც ყურადღებით დააკვირდებიან, რადგან ქვეყანა წელს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.

ასევე, მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოს მიმართ იმისთვის, რომ ერთგულად უჭერს მხარს აისაფის ოპერაციაში მონაწილეობის გაგრძელებას, ასევე თქვენი ვალდებულებისთვის იმ როლის მიმართ, რომლის ერთგულიცაა საქართველო ნატო- საწვრთნელ და დამხმარე მისიაში 2014 წლის შემდეგ.

საბოლოოდ, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო პირადად თქვენი როლი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლის საქმეში. ქვეყნის შიგნით და გარეთ თქვენი დაუღალავი ძალისხმევის შედეგად შეძელით ქვეყანა ახლოს მიგეყვანათ იმ ადგილთან, რომელიც მას ეკუთვნის – ევროატლანტიკური საზოგადოების შუაგულში“, – ნათქვამია რასმუსენის წერილში.