პოლიტიკა
საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, რომელიც მან „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში გააკეთა, ვანო მერაბიშვილის დაკავება არ არის დემოკრატია.
პოლონეთის ყოფილი პრემიერი საქართველოს დღეს ეწვია და პირველი შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან გამართა, სადაც მხარეებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის ქართულ-პოლონური ურთიერთობა, ქვეყანაში ბოლო პერიოდში არსებული პოლიტიკური ვითარება და ის ნაბიჯები, რაც რუსული აგრესიის შესაჩერებლად უნდა გადაიდგას.
იაროსლავ კაჩინსკი რამდენიმე საათში ე.წ. მატროსოვის ციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს მოინახულებს. ასევე მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან.