პოლიტიკა
საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალ მოდელს პარლამენტში დღეს წარადგენს.
ქუცნაშვილის განმარტებით, დაფინანსების შემოთავაზებული პრინციპის მიხედვით, 7 საპარლამენტო პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 300-300 ათას ლარს მიიღებს, ხოლო 7 არასაპარლამენტო პარტიიდან თითოეული, რომელმაც საარჩევნო ბარიერი ცალ-ცალკე ვერ გადალახა - 150-150 ათას ლარს. ეს კვალიფიციური სუბიექტები არიან: „ახალი მემარჯვენეები,“ „საქართველოს გზა,“ „სამართლიანი საქართველოსთვის,“ „ქრისტიან-დემოკრატები“, „ევროპელი დემოკრატები“ და „ხალხის პარტია“.
მისივე განმარტებით, შვიდი საპარლამენტო პარტიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 2 მილიონ 100 ათასი ლარი გამოიყოფა, ხოლო შვიდი არასაპარლამენტო პარტიისთვის – 1 მილიონ 50 ათასი ლარი.