საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, პედაგოგთა უმრავლესობამ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში ბარიერი ვერ გადალახა.
"მინიმალური ზღვარი არის საკმაოდ მაღალი. მინიმუმ, 60 % უნდა გადაელახა პედაგოგს. შედეგები გვაქვს ასეთი: ფიზიკაში მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა მასწავლებლების 96 %-მა, ქიმიაში – 91 %-მა, ბიოლოგიაში – 77 %-მა, მათემატიკაში - 86 %-მა, ისტორიაში – 57 %-მა, გეოგრაფიაში – 49 %-მა, სამოქალაქო განათლებაში – 82%-მა, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში კი - 74 %-მა", - აღნიშნა მიმინოშვილმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ,,არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მხოლოდ პედაგოგებს დავაბრალოთ ის, რომ ასეთი შედეგი გვაქვს. ამ ადამიანებს სახელმწიფოსგან ზრუნვა აკლიათ“.
„პედაგოგებს მაქსიმალური პირობები უნდა ჰქონოდათ იმისთვის, რომ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ეზრუნათ“, - განაცხადა მიმინოშვილმა.