პუბლიკაციები
დავით ძიძიკაშვილი: „რა შეცდომა დაუშვა ამერიკულმა პოლიტიკურმა ელიტამ“

1-analit-ZiZikaSviliსაქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. საქინფორმმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩვენი მუდმივი მკითხველის დავით ძიძიკაშვილის მეორე წერილი მიიღო.

შევახსენებთ საქინფორმის მკითხველს: დავით ძიძიკაშვილი აშშ-ში 1998 წლიდან ცხოვრობს. 2006 წლამდე მუშაობდა ეკონომისტად რესპუბლიკურ პარტიაში. ამჟამად მასაჩუსეტსის შტატში, ენერგოკომპანია „National Grid“-ში მუშაობს მთავარ ფინანსურ ანალიტიკოსად; დაამთავრა საფოლკის უნივერსიტეტი ( ფინანსები); პეპერდინის უნივერსიტეტი (საჯარო პოლიტიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხით ( ეკონომიკა და საერთშორისო ურთიერთობები); ბოსტონის უნივერსიტეტი (საერთაშორისო ეკონომიკასაერთაშორისო ურთიერთობებიბაკალავრის აკადემიური ხარისხით). არის ფინანსების, ბიზნესადმინისტრაციის, სახელმწიფო მმართველობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. 2008 წელს „Boston Business Journal“-ის მიერ წარჩინებული სწავლისთვის მიენიჭა „MBA All Star“).

პირველას საქინფორმის მკითხველს ის 2013 წლის 26 მარტს წარსდგა მეტად საინტერესო წერილით საშუალო ფენის სიღარიბე საქართველოში“.

მაშ ასე, გთავაზობთ დავით ძიძიკაშვილის ახალ ნაშრომს, რომელშიც ის ვარაუდობს, რომ ეკონომიკური კრიზისი 2015-2020 წლებშიც გაგრძელება.

„ბოლო ოცი წლის განმავლობაში გლობალიზაციის პროცესებმა აქტიური ტემპით შეცვალა ინდივიდუალოური ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკა და ურთიერთდამოკიდებულება.მოხდა მსოფლიო საფინანსო და საბანკო ორგანიზაციების გაერთიანება ერთიან სტუქტურებში. ერთის მხრივ სტაბილური პროცესის იმიჯი იქმნება, ეკონომიკური პოლიტიკა-რეფორმებიც უფრო დახვეწილია და უფრო სწრაფი რეაგირება ხდებათითოეული ეკონომიკური ვარდნის და კრიზისის გამოსასწორებლად. მეორეს მხრივ ამ ერთიან და დამოკიდებულ სისტემაში, ცალკეული მოთამაშეები უძლურები ხდებიან ეს პროცესი მთლიანად აკონტროლონ, რადგან ერთ ქვეყანაში მომხდარი ეკონომიკური კრიზისის ეფექმა შეიძლება მეორე ქვეყნის საბანკო სექტორზე მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ან ეს შედეგი უფრო ნეგატიურად და მასიურად მოედოს მთელ რიგ  საფინანსოორგანიზაციებს და ცალკეულ ქვეყნებს,რისი მოწმენიც გავხდით  2008 წელს.

2008-ის ეკონომიკური კრიზისის ეფექტები აშშ-დან მალევე მოედო აზიას და ევროპას. ამ ეტაპზე ეკონომისტების უმეტესობა მიიჩნევს რომ  რომ 2008 წლის კრიზისი დაძლეულია და ყველაზე საშიში პროცესები გადალახულია, ამჟამად მიმდინარეობს საბოლოო, ცალკეული უარყოფითი შედეგების შესწორება. ამ აზრს არ ეთანხმება ზოგიერთი ექსპერტი, როგორიცაა დევიდ სტოკმანი, რომელიც მორიგ კრიზისს ელოდება, რადგან ბუშის და ობამას ადმინისტრაციებმა ამ კრიზისის „დასაძლევად“ გამოიყენეს ისეთი ეკონომიკური სტრატეგიები, როგორიცაა დოლარის მოცულობის გარზრდა (ფულისბეჭდვა), ახალი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალი) აღება და ამ ეტაპისთვის ეკონომიკური კრიზის შედეგები ამით გადაიფარა. რეალურად კი არც ახალი ეკონომიკური რეფორმა გატარებულა (გარდა მცირე საკონონმდებლო ცვრილებებისა, როგორიცაა დოდ-ფრანკის ვოლ სთრითის რეფორმა 2010) და სამომავლოდაც ახალი სტრატეგიული რეფორმებიარგანხილულა.

სტოქმანის აზრით გამოსწორება შეუძლებელი იქნება რადგან თავიდანვე ამერიკული კაპიტალისტური ეკონომიკის საფუძველი მოირყა, მას შემდეგ რაც 1933 წელს "ოქროს სტანდარტის დასრულებას საფუძველი ჩაუყარა 1933 წელს რუსველტის ადმინისტრაციამ, როდესაც რუსველტმა აუკრძალა ოქროს შენახვა კერძო მოქალაქეებს, გარდა სამკაულებისა, რის შედეგადაც დიდი რაოდენობის ოქროთი ვაჭრობა მხოლოდ სახელმწიფოებს შეეძლოთ. ეს პროცესი და '"ფიატ" სისტემაზე საბოლოო გადასვლა პრეზიდენტმა ნიქსონმა დაასრულა 1971 წელს, როდესაც მან დოლარის შეფარდება ოქროსთან $35 დოლარი ერთ უნცია ოქრზე მოხსნა."ეკონომისტების ის ჯგუფი რომელიც მთლიანად სისტემასაღითქვავს როგორც პრობლემატურს, ვარაუდობს რომ ახალი ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია და მისი შედეგები ბევრად უფრო დამანგრეველი და სავალალო იქნება.

რა შეცდომა დაუშვა ამერიკულმა პოლიტიკურმა ელიტამ?

კრიზის შედეგები უკონტროლო იყო ბუშის საპრეზიდენტო ვადის დროს და ეს უკონტროლო პროცესები უფრო გააქტიურდა, როდესაც ჯორჯ ბუშმა ინვესტორი მეგობრებისა და ლობისტების კანონპროექტს დაუჭირა მხარი. ბუშმა რესპუბლიკელების დახმარებით მოახდინა ფედერალური კანონმდებლობის შეცვლა, საბანკო რეგულაციებისა და მონიტორინგის გაუქმებადა ბანკებს, საფინანსო ორგანიზაციებს ამით გადაეცა აბსოლუტური უფლება თავად განესაზღვრათ ფინანსური სისტემის თამაშის წესები.შედეგად სააქციო ბირჟაზე ვაჭრობა და ისეთი ფინანსური ინსტრუმენტები, როგორიცაა დერივატივებით ვაჭრობა (derivatives market) კაზინოში თამაშს დაემსგავსა, ვიდრე ლოგიკურ ბიზნეს სტრატეგიაზე ორიენტირებული საფინანსო პროცესს.

ამ მხრივ ბუშის ადმინისტრაციამ მართლაც ბევრი შეცდომა დაუშვა. შედეგად ბუშის და ობამას ადმინისტრაციებს მოუწიათ მსხვილი ბანკირების, გაკოტრებული მეგა-კორპორაციებისგამოსყიდვა და მილიარდობით დოლარის გადაცემა ბანკირებისთვის, რომ ეკონომიკა გადარჩენილიყო, როდესაც მილიონობით ამერიკელი სამუშაო ადგილს კარგავდა და დღეს რეალური უმუშევრობის მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ორჯერ მეტია ვიდრე ოფიციალური სახელმწიფო სტატისტიკური 7.6%.დღევანდელი ამერიკის საზოგადოება ცხოვრობს იმ იმედით, რომ მომავალში ყველაფერი გამოსწორდებადა ობამაც აქტიურად ცდილობს ეს იმედი გაუმყაროსინვესტორებს, ამომრჩევლებს განმეორებით უთხრას რომ სიტუაცია კონტროლზეა აყვანილი და კრიზისიცდაძლეული.

1970-1990-წლების პერიოდშიისე მოხდა, რომ ამერიკის ეკონომიკური კრიზისები ძალიან მოკლევადიანი იყო. დღეს სხვანაირი ეკონომიკური სურათია: შეერთებული შტატების ეკონომიკის მთავარი მასტიმულირებელი რომ მოსახლეობამ გააგრძელოს ფულის ხარჯვა, რომელიც უმეტესწილად საკრედიტო ბართებით ხდება. დღეს რეალურადამერიკელ მოსახლეობის ძალიან მცირე რაოდენობას გააჩნია დანაზოგები საბანკო ანგარიშზე. ამის გარდა სხვა საგანგაშო მაჩვენებლებიც არსებობს, რომლებსაც ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ.

ეკონომიკურიკრიზისის რისკი უამრავ სტატისტიკურ, ოფიციალურ მონაცემში ჩანს, რომელიც ისტორიულადან არ არსებობდა ან ძალიან მცირე მოცულობის იყო. შეიძლება ეკონომისტების ნაწილმა ეს ჩამოწეროს როგორც დროებითი პროცესი, რომელიც სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებთან ერთად გამოსწორდება, მაგრამ ფაქტია რომ დღეს რამოდენიმე სავალალო სტატისტიკური მაჩვენებელია, რომლებსაც გააჩნია პონტენციური ეფექტი უფრო მწვავე ეკონომიკური შედეგები გამოიწვიოს.

განვიხილოთ ეს მაჩვენებლები და სტატისტიკა:

1. 1980 წელს ამერიკის საერთო ვალი 1 ტრილიონზე ნაკლები იყო. დღეს კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 17 ტრილიონია.

2. ობამას პრეზიდენტობის დროს აშშ-მ უფრო მეტი (საშინაო და საგარეო) ვალი აიღო ვიდრე ყველა წინამორბედი პრეზიდენტის დროსჯამში ერთად აღებული.

3. 56,000 საწარმო დაიხურა აშშ-ში 2001 წლიდან 2013-მდე.

4. Economic Policy Institute-ის თანახმად აშშ ყოველ წელს 500,000 სამუშაო ადგილს კარგავს, რომელიც ინაცვლებს ჩინეთში.

5. 53% დასაქმებულთაწლიურად იღებს საშუალოდ $30,000-ზე ნაკლებს.

6. 1% უმდიდრესი ამერიკელებისა ფლობს უფრო მეტ ფინანსურ და ეკონომიკურ რესურსს, ვიდრე საერთო მოსახლეობის 90%.

7. აშშ სტატისტიკის ბიუროს მონაცემების თანახმად 146 მილიონი ამერიკელი დღეს ან ღარიბია ან გააჩნია დაბალი საშემოსავლო წყარო.

8. აშშ სტატისტიკის ბიუროს მონაცემების თანახმად 49% მოსახლეობისა იღებს გარკვეულ სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან (1980-ში ეს მაჩვენებელი 30%-ზე ნაკლები იყო).

9. აშშ-ს დღეს 80 სხვადასხვა ფედერალური სოციალური დახმარების პროგრამა გააჩნია. თვითოეულ შტატს თავისი დამატებითი პროგრამები, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა დაიცვას.

10. სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის ღირებულება გაიზრდება 38 ტრილიონი დოლარით მომდევნო 75 წლის განმავლობაში.

11. 30 წლამდე ოჯახებში სიღარიბის ზღვარი აღწევს 37%-ს.

12. დღეს პირველად აშშ-ს ისტორიაში დაახლოებით მილიონი სკოლის მოსწავლეა  უსახლ-კაროდ.

13. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საშუალო შემოსავალმა აშშ ოჯახებში იკლო $4,000 (წლიურად $1,000).

15. 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდგომ 58% შექმნული სამუშაო ადგილებისა ძალიან დაბალ ხელფასებს გასცემენ.

16. 2001 წელს აშშ მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) მსოფლიო ეკონომიკის 31.8% წარმოადგენდა მსოფლიო ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2011-ში კი ეს შემცირდა 21.6%-მდე.

17. 77% აშშ მოსახლეობისა ცხოვრობს ყოველ თვიურად ხელფასიდან ხელფასამდე, ყოველგვარი დანაზოგის გარეშე.

ეკონომიკურ პრობლემებზე რეაგირება, ეფექტების მონიტორინგი და პრობლემების აღკვეთა ბენ ბერნანკეს, შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის თავმჯდომარეს ევალება. ამჟამად ბერნანკეს არ გააჩნია არც ერთი ახალი სტრატეგია და რესურსი, რომ ახალ ეკონომიკურ სირთულეებს გაუმკლავდეს. ბერნანკეს მიერ გამოყენებული ერთერთი მთავარი მექანიზმი იყო მეტი დოლარის ბეჭდვა, დოლარზე საპროცენტო განაკვეტის დაწევა,მიმოქცევის რაოდენობის გაზრდა, რომ მომხმარებლებმა განაგრძონ სახლების, უძრავი ქონების, სხვადასხვა პროდუქციისყიდვა და ამით შეეცადა სხვა ეკონომიკურ  მაჩვენებლებზეც ემოქმედა, რომ საერთო ჯამში მომხმარებლების მხრიდან გამოეწორა ეკონომიკის უარყოფითი შედეგები.

ამგვარი ეკონომიკური სტრატეგიის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ერთხელ,გარკვეული მიკრო ეკონომიკური შედეგის მისაღწევად. გრძელვადიანი ბეჭვდითი სტრატეგია შეერთებული შტატების ეკონომიკასინფლაციისაკენ მიიყვანს. ეს კარგად იცის ბერნანკემ, მხოლოდ ის ფიქრობს, რომ ამ გზითუფრო მეტ დადებითშედეგს მიიღებსდა სანამ მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლები უარყოფითისკენ მკვეთრად არ შეიცვლება, მანამდე ბერნანკე ობამასთან შეთანხმებით იყენებს ზემოაღნიშნულ სტრატეგიას. რა მოხდება იმ შემთხვევაში  თუ ეკონომიკური მაჩვენებლები არ შეიცვალა უკეთესობისაკენ მომდევნო ხუთ წელწადში? მოხდება ის რომ მომდევნო კრიზისი შეერთებულ შტატებში ბევრად უფრო მძაფრი და არა-კონტროლილებადი იქნებაშედეგად„დომინოს ეფექტით“ გადაედება მთელ მსოფლიოს, რომელიც გლობალური ეკონომიკის ნაწილია.

ობამამ რომ მტკივნეული ეკონომიკური რეფორმები გაატაროს, მან შეიძლება მასიური პროტესტი და წინააღმდეგობამიიღოსსაკუთარი პარტიისგან და მხარდამჭერ დემოკრატ ამომრჩევლებში დაკარგოს ნდობა და პოპულარობა. ფაქტიურად ამ შემთხვევაში აშშ-ს პრეზიდენტი პოლიტიკურად უძლურია.

აშშ-ს გარდა ამჟამადმთლიანად მსოფლიო ეკონომიკა ჯერ კიდევ კრიზისულ მდგომარეობაშია. იმასაც თუ დავამატებთ რომ იმ მიწების რაოდენობა, რომლებიც მეურნეობისთვის ვარგისია ყოველწლიურად კლებულობს გლობალური მასშტაბით და ამას მოჰყვება უფრო მკვეთრი ფასების ზრდა მომავალში სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქციაზე.

საწყისი მომავალი  ეკონომიკური კრიზისისა კვლავშეიძლება იყოს აშშ და დოლარი. აშშ დომინირება გლობალურ საფინანსო-საბანკო-ეკონომუკურ ქსელში ერთგვარი დაზღვევაა აშშ პოლიტიკური ელიტისთვის, რადგანაც თუ ჩაიძირა აშშ და დოლარი, მაშინ მთელი მსოფლიო ეკონომიკური სისტემაც მასთან ერთად ჩაიძირება.ამას ბევრი სახელმწიფო ლიდერი ხვდება, მაგრამ ამ მართვის და დამოკიდებულობის ინსტრუმენტების შეცვლა შეუძლებელია, თუ მთლიანად გლობალური ეკონომიკური სისტემის ცვლილება არ მოხდა და ახალი თამაშის წესები არ განისაზღვრა.“