უცხოეთი
საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მთავრობის მეთაურმა დიმიტრი მედვედევმა ტუვის ერთ-ერთ შორეულ რაიონში ერთად ითევზავეს და იცურავეს კიდეც. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ენისეის შენაკადზე, მდინარე ურბუნზე პუტინი და შოიგუ დიმიტრი ანატოლის ძეს შეხვდნენ და მთელი დღე-ღამე ერთად თევზაობასა და ცურვაში გაატარეს.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა და პრემიერმა საიანო-შუშენის ბიოსფერული ნაკრძალიც მოინახულეს. პუტინმა სპინინგით 21-კგ-იანი ქარიყლაპია დაიჭირა, რითაც ძალიან გააკვირვა თანმხლები ეგერი, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთი რამ არასოდეს უნახავს. თევზის წყლიდან ამოყვანისას პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ ქარიყლაპიას შეეძლო ეკბინა. „იქით არ ვუკბინო“, - გაიხუმრა პუტინმა.
![]() |
![]() |