უცხოეთი
პუტინმა უკრაინელებს ერთიანობის შესახებ შეახსენა

1-ucx-1-mtსაქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიევში მონაწილეობა მიიღო რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის აღსანიშნავ ზეიმში. სახელმწიფოს მეთაურმა განმარტა, თუ რატომაა შეუძლებელი რუსებისა და უკრაინელების „სულიერი ერთიანობის“ რღვევა და ამ ორი ხალხის საერთო წარსულზე ისაუბრა.

„სულიერი ერთიანობა იმდენად მტკიცეა, რომ არც სახელმწიფო და არც საეკლესიო ხელისუფლებათა ქმედებას არ ექვემდებარება, რადგან რა ძალაუფლებასაც უნდა ფლობდე, ღვთის ძალაუფლებაზე ძლიერი ის ვერ იქნება“, - განაცხადა პუტინმა მოსკოვის პატრიარქატის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების შეხვედრაზე.

კიევში, ვლადიმირის ბორცვზე რუსეთის გაქრისტიანების 1025-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვაში ლოცვა აღავლინეს სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლებმაც. ღვთისმსახურებას უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, მოლდოვასა და სერბეთის ხელმძღვანელობები და სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.

1-ucx-1-qvem