აქტუალური
თბილისში ხილის ფასი ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ფასებს საშუალოდ 30%-ით აღემატება. შედარებისთვის: კილოგრამი ვაშლი თბილისში 1,5 ევრო ღირს, ანუ საშუალოდ 3 – 4 ლარი, ხოლო ბერლინში, ბარსელონაში ან პარიზში - 1 ევრო. ატმის ფასი თბილისში 1,7 ევროა, ხოლო ევროკავშირის ქალაქებში - 1 ევრო.
ამის გამომწვევ მიზეზად საქართველოში ხილის 70%-ის იმპორტირება სახელდება. ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვაზე კი მსხვილი სუპერმარკეტები უარს აცხადებენ. მიზეზად უხარისხობა სახელდება.