სამართალი
პარლამენტის შენობის შიგნით დაცვის პოსტები უქმდება

dacvaროგორც საქინფორმს სანდო წყარომ აცნობა, პარლამენტის შენობის სახელმწიფო დაცვის სამსახურის პოსტების რაოდენობა შემცირდება. სახელმწიფო დაცვის სამსახური პარლამენტის შენობის მხოლოდ გარე პერიმეტრსა და შენობაში შესასვლელებს გააკონტროლებს.

მანდატურის სამსახური პარლამენტის სხდომათა დარბაზში ამჟამად ისედაც საქმიანობს და ისინი ამ სამუშაოს შესრულებას მომავალშიც გააგრძელებენ.

თუ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების მაგალითებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პარლამენტის შენობის შიგნით ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაცვის თანამშრომლები არ დგანან. ეტყობა, საქართველოს პარლამენტმაც მათი გამოცდილება გაიზიარა და შენობის შიგნით დაცვის თანამშრომელთა კონტიგენტის შემცირება ამიტომაც გადაწყვიტა.