აქტუალური
მიშა: „ყველას ჩაგიშვებთ!“, ანუ „ბოზის ბოზი ცხონდაო“?

1-zalozhu-mtსააკაშვილის შოკის მომგვრელი განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ–ის FBI–ს თანამშრომლები 2011 წლის 26 მაისს თბილისში, შსს–ს შენობაში იმყოფებოდნენ და იქიდან მონიტორებზე ადევნებდნენ თვალს საპროტესტო აქციის დარბევას, მიტინგის დაშლის შემდეგ კი განაცხადეს, რომ საქართველოს შსს–ს სპეცრაზმი კანონის ფარგლებში მოქმედებდა – შემთხვევითი არ ყოფილა! „რაკი აშშ–მა ჩამიშვა და ივანიშვილს დაუჭირა მხარი, როგორც 2008 წელს მიღალატა და პუტინთან პირისპირ დამტოვა, ახლა მე თვითონ ჩავუშვებ!“ – სიხარულით იფშვნეტს ხელებს ვერაგი და გულღრძო სააკაშვილი.

„ვოვაჩკამ“, როგორც დიდი ხნის წინ მოსწრებულად უწოდა საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს ირინა სარიშვილმა, ისევ მიაგნო სწორ, თუმცა კი, როგორც ყოველთვის, საძაგელ გამოსავალს – ის დასწრებაზე მოქმედებს, რადგან დასაკარგავი არაფერი აქვს. მართლაც, რა განსხვავებაა – 08.08.08 ომისთვის, პრემიერ ჟვანიას მკვლელობისთვის და სხვა დანაშაულებისთვის ივანიშვილი დააპატიმრებს, თუ ამერიკელები საბოლოოდ აქცევენ ზურგს?

და მნიშვნელობა არა აქვს, რომ მიშა შეგნებულად თუ შემთხვევით ერთმანეთში ურევს FBI–ს და CIA –ს: საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ მოსვლის შემდეგ ამერიკის სპეცსამსახურების თანამშრომლები საქართველოს ყველა სამინისტროში თავიანთ კაბინეტებში ისხდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ამით ის ამერიკელებს „ყვითელ ბარათს“ აჩვენებს – აქაოდა, თუ საბოლოოდ მიმატოვებთ, „ნაცმოძრაობას“ ბოლომდე დაშლით და პოლიტიკური რევანშის შანსს არ მოგვცემთ – პირს ბოლომდე გავაღებ და თქვენს ისეთ დავალება–ინსტრუქციებზე მოვყვები, რომლებთან შედარებით „WikiLeaks“–ის და ედვარდ სნოუდენის სკანდალური მხილებები ყველას ბავშვის ტიტინად მოეჩვენება!

რა გაეწყობა, ბოზის ბოზი ცხონდაო, თანაც გამოძიებასთან თანამშრომლობა და დანაშაულის აღიარება, როგორც ცნობილია, სასჯელს ამსუბუქებს, მაგრამ ამის „მარილი“კიდევ ერთ რამეშია: აშშ–ს მხილებიდან პუტინის წინაშე დანაშაულის აღიარებამდე ერთი ნაბიჯია - სააკაშვილი, რომელსაც რუსული ლიტერატურის ცოდნით ყოყოჩობა უყვარს, გულში ფარულ სურვილს დაატარებს - როგორმე კრემლი დიალოგზე დაითანხმოს და ამით პოლიტიკაში დარჩეს!

მაგრამ საეჭვოა რუსეთში ის მიიღონ, ყოველ შემთხვევაში, სანამ იქ პრეზიდენტად ვლადიმერ ვლადიმერის ძეა, ოფიციალური ვაშინგტონი კი ჯერჯერობით დუმს...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
თბილისი, 2013 წლის 29 ივლისი

1-zalozhu-1