უცხოეთი
პატრიარქმა კირილმა მსოფლიოს ცივილიზაციური კატასტროფა უწინასწარმეტყველა

1-kirillსაქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში 15 მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი მიიღო, რომლებიც ამ დღეებში მოსკოვში რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავის ზეიმზე იმყოფებოდნენ.

მხოლოდ მილოცვებით საქმე არ შემოფარგლულა. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა „ცივილიზაციური კატასტროფის“ შესახებ ილაპარაკა, რომელიც სირიიდან ქრისტიანების გაძევებას გამოიწვევს. პუტინის თქმით კი, საფრთხის ქვეშაა ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა.

თავის მხრივ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა რფ-ის პრეზიდენტს და მისი სახით - სამშობლოს – ღვთის შეწევნა და „პოლიტიკური სტაბილურობა“ უსურვა.

რაც შეეხება ქვეყნის აღორძინებას, პატრიარქის შეფასებით, მას ისედაც „პრეცედენტი არა აქვს მსოფლიო ისტორიაში“.