უცხოეთი
საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. ქართველმა მომღერალმა სალომე ქათამაძემ იურმალაში გამართულ ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო ფესტივალზე „ახალი ტალღა-2013“ პირველ საკონკურსო დღეს მეორე ადგილი დაიკავა.
პირველ დღეს კონკურსანტები მსოფლიო ჰიტებს ასრულებდნენ. ქათამაძეს მხოლოდ ერთი ქულით გაუსწრო კუბელმა მომღერალმა რობერტო კელ ტორესმა, რომელმაც მაქსიმალური შეფასება მიიღო.