უცხოეთი
საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. რუსული ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი კოლექტიურ რესურს „ლეპროზორიუმზე“, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის, „საქართველოს პრეზიდენტად“ აირჩიეს. ეს ტიტული ნავალნის 25–დან 31 ივლისის ჩათვლით უფლებას აძლევს, იყოს მთავარი მოდერატორი, დაბლოკოს მომხმარებლები და მოახდინოს ნებისმიერი განცხადების კორექტირება.