პოლიტიკა
ვიცე-პრემიერის პოსტზე მარგველაშვილი კვირიკაშვილმა შეცვალა
1-kvirikaSvili-giorgiსაქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს. მისი კანდიდატურა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წამოაყენა. კვირიკაშვილმა ამ პოსტზე გიორგი მარგველაშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად იქნა წარმოდგენილი.   
უმთავრესი პრიორიტეტი ეკონომიკა იყო და მომავალშიც ასე იქნება“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და დასძინა, რომ ამ სფეროში საკმაოდ მწვავე საკითხების გადასაჭრელად მთელი ეკონომიკური გუნდი მუშაობს. დღესვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ ქეთევან ნატრიაშვილი დაინიშნა, რომელსაც მოადგილის თანამდებობა მარგველაშვილის მინისტრობის დროსაც ეკავა. პრემიერ–მინისტრის შესაბამისი ბრძანება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
ამასთან, მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია პრემიერის ბრძანება განათლების მინისტრის მოადგილეების დავით ზურაბიშვილისა და ალუდა გოგლიჩიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.