საზოგადოება
„ერთ-ერთი ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისას თვითმფრინავს, რომელშიც პრემიერი და სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდნენ, დაშვებისას სერიოზული პრობლემა შეექმნა. ყველაფერი მშვიდობიანად კი დასრულდა, მაგრამ მომხდარმა ბიძინა ივანიშვილი ძალიან გააბრაზა და მოითხოვა გარკვეულიყო, რა და როგორ მოხდა. საბოლოო დასკვნით, შექმნილი პრობლემის მიზეზი სწორედ ასაფრენი ზოლი იყო“, - წერს „ყველა სიახლე“.
ამავე გამოცემის ცნობით, ამ ინციდენტის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა შეფერხების მიზეზების დადგენა მოითხოვა. ამჟამად ეკონომიკის სამინისტრო თბილისის აეროპორტში ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციის გზებს ეძებს. აეროპორტის ხელმძღვანელმა კომპანია "ტავ ჯორჯიამ" მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ ასაფრენი ბილიკი შეკეთებას საჭიროებს.